„კიდევ ერთხელ, მოკლედ
შევეხები იმ ბრალდებას, რაც
გაჟღერდა სიუჟეტში, რომ
თითქოს ჩემი მარწმუნებლის
პირველი (ისევე როგორც ჩემი
თავდაპირველი მიმართვა
საგამოძიებო ორგანოსადმი)
და მეორე ჩვენება
ერთმანეთის საწინააღმდეგო
მსჯელობებს შეიცავს.
საგამოძიებო ორგანოსადმი
ჩემს პირველად მიმართვაში,
ისევე როგორც ბიძინა
ივანიშვილის პირველ
ჩვენებაში დაფიქსირებულია
მოცემულობა, როგორც
რეალურად განვითარდა
მოვლენები ანუ ის, რომ
კრედიტის სახით
ინვესტიცია გასცა ბიძინა
ივანიშვილმა (მას შემდეგ
რაც კრედიტის მიღებაზე
ბაჩიაშვილმა არ მიიღო
თანხმობა)“- წერია „ქართული
ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა
ივანიშვილის ადვოკატის,
თეიმურაზ წიქვაძის მიერ
„ტვ პირველის“ სიუჟეტთან
დაკავშირებით გავრცელებულ
განცხადებაში.როგორც
ადვოკატი აღნიშნავს, „მას
შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა
ეჭვქვეშ დააყენა ეს
რეალობა და
აუდიოჩანაწერით შეეცადა
ემტკიცებინა, რომ ის არის
ინვესტორი, ცხადია, ბიძინა
ივანიშვილის მეორე
ჩვენებაში დაზუსტდა
შესაბამისი გარემოებები,
წარდგენილ იქნა პოზიცია
ჩანაწერში ასახულ
ინფორმაციასთან
დაკავშირებით (მიუხედავად
იმისა, რომ ჩანაწერის
შესაძლო არაავთენტურობის
შესახებ პოზიცია
თავიდანვე გამოვხატეთ).
აღნიშნულში რაიმე
განსაკუთრებული და
სენსაციური არ არის და
ნებისმიერი სამართლებრივი
დავისთვის
დამახასიათებელი
მოვლენაა, როდესაც
მოწინააღმდეგე მხარის
მიერ წარმოდგენილ
დოკუმენტზე თუ პოზიციაზე
დამატებით განმარტებებს
აკეთებ“.მისივე
განმარტებით, ეროვნული
ბანკიდან შესაბამისი
დოკუმენტაცია სისხლის
სამართლის საქმეში აისახა
მხოლოდ მას შემდეგ, რაც
თავად ბაჩიაშვილმა
მოინდომა საკითხის კვლევა
და დასვა კითხვები
ეროვნული ბანკის, როგორც
რეგულატორის მხრიდან,
კრედიტთან დაკავშირებით
განხორციელებულ
ქმედებებზე. ეს ფაქტი კი,
თავის მხრივ, ადასტურებს,
რომ ბაჩიაშვილის მტკიცება
ეროვნული ბანკის მხრიდან
მის წინააღმდეგ
მოქმედებაზე არის მტკნარი
სიცრუე.„სინამდვილეში,
როგორც ამას ამდენი ხანია
განვმარტავ, საკითხი
ძალიან მარტივად დგას და
კიდევ ერთხელ
განვმეორდები. საკრედიტო
კომიტეტმა კრედიტის
გაცემის გადაწყვეტილება
მიიღო კომპანია MISSION GATE-ზე და
არა გიორგი ბაჩიაშვილზე.
ჩვენ თავიდანვე, პირველივე
განცხადებაში განვმარტეთ,
რომ ამ ტექნიკური
კომპანიის, ნომინალური
მსესხებლის ,,მოტანა“
დაევალა გიორგი
ბაჩიაშვილს. ვფიქრობ,
საზოგადოებას არ
გაუკვირდება, რომ უშუალოდ
ბიძინა ივანიშვილი არ იყო
ჩართული ტექნიკური
ტრანზაქციების
განხორციელებაში და
ბაჩიაშვილს ებარა
პროცესის მენეჯმენტი.MISSION
GATE-ი რომ ნომინალური
მსესხებელი იყო
დასტურდება შესაბამისი
პირდაპირი
მტკიცებულებებით: ა) ეს იყო
ახალი, ოფშორში
დაფუძნებული კომპანია,
რომელსაც არ გააჩნდა
ბიზნეს საქმიანობის
გამოცდილება და რაიმე
ქონება (ფულადი სახსრების
თუ უძრავ/მოძრავი ქონების
სახით). აღნიშნული
დასტურდება, კრედიტის
გაცემისას, ბანკში
წარდგენილი კომპანიის
სადამფუძნებლო
დოკუმენტაციით, საკრედიტო
საქმის მასალებით; ბ) ამ
კომპანიის სტრუქტურაში
არც ბიძინა ივანიშვილი და
არც გიორგი ბაჩიაშვილი არ
მონაწილეობდნენ.
აღნიშნული დასტურდება,
კრედიტის გაცემისას,
ბანკში წარდგენილი
კომპანიის სადამფუძნებლო
დოკუმენტაციით, საკრედიტო
საქმის მასალებით
(საგულისხმოა, რომ ეს
ჩვეულებრივ მოვლენად
მიაჩნია ბაჩიაშვილს
მასთან მიმართებაში, ხოლო
ბიძინა ივანიშვილთან
მიმართებაში დაუშვებლად
წარმოაჩენს); გ) კრედიტი
თავდაპირველად გაიცა
არაუზრუნველყოფილი
(საბლანკო) სახით, ხოლო
შემდეგ მისი სრულად
უზრუნველყოფა
განხორციელდა ბიძინა
ივანიშვილის კუთვნილი
ფულადი სახსრებით.
აღნიშნული დასტურდება
შესაბამისი ფულადი
სახსრების გირავნობის
ხელშეკრულებით, ბანკ
ქართუში და ეროვნულ ბანკში
დაცული შესაბამისი
პერიოდის
დოკუმენტაციით/მიმოწერით
(ფაქტია, რომ ეს არც დაცვის
მხარეს გაუხდია სადავოდ და
დადასტურებულიც აქვთ ეს
გარემოება); დ) კრედიტის
გაცემა განხორციელდა
უკიდურესად სარისკო
სფეროში ინვესტიციის
განხორციელების მიზნით.
განსაკუთრებით მომეტებული
რისკების არსებობა ამგვარ
სფეროში (კრიპტოვალუტის
შეძენა თუ მისი მაინინგი)
საყოველთაოდ ცნობილია,
დასტურდება როგორც
ეროვნული ბანკის
შეფასებით, ასევე თავად
ბრალდებულის
განმარტებებით, როდესაც
მან საჯაროდ გააკეთა
არაერთი განცხადება
იმასთან დაკავშირებით, რომ
არავინ ეთანხმებოდა და
,,მიყვებოდა“ მას მისი
ბიზნეს იდეის
დაფინანსებაზე; ე) კრედიტი
გაიცა საბაზრო პროცენტით
და ამავდროულად, არავითარი
მოგება არ იყო
ხელშეკრულებით ბანკისთვის
გათვალისწინებული; ვ)
თავად ბაჩიაშვილმაც
სესხის სახით მისცა MISSION GATE-ს
მისი წილის შესაბამისი
საინვესტიციო თანხა,
როგორც გარეშე ფიზიკურმა
პირმა და არა
პარტნიორმა/ბენეფიციარმა
მესაკუთრემ; ზ) იმ
შემთხვევაში, თუკი
დადგებოდა დეფოლტი (საქმე
,,ჩავარდებოდა“), კრედიტის
დაფარვის ერთადერთი წყარო
იყო ბიძინა ივანიშვილის
დაგირავებული დეპოზიტი
(ფულადი სახსრები).
აღნიშნული დასტურდება
როგორც დაზარალებულის
კუთვნილი ფულადი
სახსრების დაგირავების
ფაქტით, ასევე იმ
გარემოებით, რომ
ნომინალური მსესხებელი (MISSION
GATE-თ) იყო არაფრის მქონე
კომპანია, არ გააჩნდა რაიმე
ქონება, ისევე როგორც
ბაჩიაშვილს, რომელსაც
პირადი თავდებობაც კი არ
ჰქონდა ნაკისრი ამ
კრედიტზე (რაიმე ფორმით
მაინც რომ გამოეკვეთა მისი
პასუხისმგებლობა).ხაზი
უნდა გაესვას იმ
გარემოებას, რომ მათ შორის
ამ მტკიცებულებებზე და
ფაქტებზე დაყრდნობით,
ეროვნულმა ბანკმა
მოახდინა გაცემული
კრედიტის რეკლასიფიცირება
ინვესტიციად
(ინვესტიციასა და კრედიტს
შორის არსებითი სხვაობა
ხომ ის არის, რომ პირველი
ბევრად უფრო რისკიანია,
ვიდრე მეორე), ხოლო
ინვესტორად კი აღიარებულ
იქნა ბიძინა ივანიშვილი.
საგულისხმოა ისიც, რომ
ეროვნული ბანკიდან
შესაბამისი დოკუმენტაცია
სისხლის სამართლის
საქმეში აისახა მხოლოდ მას
შემდეგ, რაც თავად
ბაჩიაშვილმა მოინდომა
საკითხის კვლევა და დასვა
კითხვები ეროვნული ბანკის,
როგორც რეგულატორის
მხრიდან, კრედიტთან
დაკავშირებით
განხორციელებულ
ქმედებებზე. ეს ფაქტი კი,
თავის მხრივ, ადასტურებს,
რომ ბაჩიაშვილის მტკიცება
ეროვნული ბანკის მხრიდან
მის წინააღმდეგ
მოქმედებაზე არის მტკნარი
სიცრუე და რომ სისხლის
სამართლის საქმეს
რეგულატორის ქმედებების
ამსახველი დოკუმენტაციის
გარეშეც არ ,,უჭირდა“
ბრალდების
დამადასტურებელი
მტკიცებულებების
თვალსაზრისით. დღეს რომ
უკმაყოფილოა ბაჩიაშვილი
ეროვნული ბანკის პოზიციით,
ამ პოზიციის სისხლის
სამართლის საქმეში ასახვა
მხოლოდ თავის თავს უნდა
დააბრალოს და არავის
სხვას“,- წერს თეიმურაზ
წიქვაძე facebook-ზე.