„მაღალი ტემპით
მიმდინარეობს
ბაღდათი-აბასთუმნის გზის
და აბასთუმნის შემოვლითი
გზის
მშენებლობა-რეაბილიტაცია.
გვირაბი გაჭრილია,
ხელოვნური ნაგებობების
ნაწილი დასრულებულია,
მიმდინარეობს ხიდების
მშენებლობა, კოჭების
მონტაჟი, ბურჯების
ამოყვანა და საფარის
მოწყობა. წლევანდელი
გეგმით, გზის, დაახლოებით, 9
კმ-იანი მონაკვეთის
მშენებლობა დასრულდება,“-
ამის შესახებ რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
მინისტრმა, ირაკლი
ქარსელაძემ აბასთუმნის
შემოვლითი გზის
მშენებლობის მონახულების
შემდეგ
განაცხადა.აბასთუმნის
შემოვლითი 16 კმ-იანი გზის
მშენებლობა აქტიურად
გრძელდება. პროექტის
ფარგლებში, შენდება 5 ახალი
ხიდი და 368 მეტრის სიგრძის
გვირაბი, რომელიც უკვე
გაჭრილია.ორ რეგიონს -
იმერეთსა და
სამცხე-ჯავახეთს შორის
კავშირისა და უსაფრთხო და
კომფორტული გადაადგილების
გარდა, პროექტი
მნიშვნელოვანია
აბასთუმნის
განვითარებისათვის. ამ
გზის მშენებლობის შედეგად,
აბასთუმანი-საირმეს გზაზე
აღარ იმოძრავებს
ტრანზიტული ტრანსპორტი,
რაც კურორტების
ეკოსისტემის დაცვას და
მისი ახალი განვითარების
შესაძლებლობას
იძლევა. „ბაღდათი-აბასთუმნის
და აბასთუმნის შემოვლითი
გზა, ასევე, გვერდს უვლის
პოპულარულ კურორტ საირმეს
და შესაბამისად, გვექნება
თვისობრივად
განსხვავებული
პერსპექტივის ორი
კურორტი,“-აღნიშნა ირაკლი
ქარსელაძემ.აბასთუმნის
შემოვლითი გზის
მშენებლობა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან 92 მილიონი
ლარით
ფინანსდება.მინისტრის
თქმით, დასრულებულია
ბაღდათი-აბასთუმნის გზის 36
კმ-ის რეაბილიტაციაც და
სამუშაოები გრძელდება
იმისთვის, რომ მომავალ წელს
ბაღდათიდან აბასთუმნამდე,
აბასთუმნის შემოვლითი
გზის ჩათვლით, გზა გაიხსნას
ავტოტრანსპორტის
მოძრაობისთვის.ბაღდათი-აბასთუმნის
დამაკავშირებელი გზის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის
პროექტი, საგზაო
უსაფრთხოების ხარისხის
გაუმჯობესებასთან ერთად,
ამცირებს მგზავრობის
მანძილსა და დროს. პროექტის
დასრულების შემდეგ,
ქუთაისის აეროპორტიდან
აბასთუმნამდე მგზავრობის
დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და 4
საათის ნაცვლად,
მგზავრობას მხოლოდ 2.5 სთ
დასჭირდება.