აზერბაიჯანსა და
საქართველოს შორის
სამგზავრო სარკინიგზო
გადაზიდვები მაისის ბოლოს
აღდგება. ინფორმაციას
აზერბაიჯანული მედია
საქართველოს მთავრობაზე
დაყრდნობით
ავრცელებს.„სარკინიგზო
რეისები
ბაქო-თბილისი-ბაქოს
მარშრუტით აზერბაიჯანსა
და საქართველოს შორის
მაისის ბოლოს განახლდება“,
- განუცხადა სააგენტო trend.az-ს
წყარომ საქართველოს
მთავრობაში.როგორც წყარომ
აღნიშნა, სარკინიგზო
მიმოსვლის აღდგენის ზუსტი
თარიღი ჯერ-ჯერობით
უცნობია. მოლაპარაკებები
მხარეებს შორის ჯერ კიდევ
გრძელდება.აზერბაიჯანული
მედიის ინფორმაციით,
საქართველოსა და
აზერბაიჯანს შორის
სამგზავრო სარკინიგზო
მიმოსვლა 2020 წლიდან არის
შეჩერებული. მიზეზი -
კორონავირუსული ინფექციის
გავრცელებით გამოწვეული
კარანტინია.