ჩვენი დაპირებაა, რომ 90-დან
დამატებით 130 მლრდ ლარამდე
გაიზარდება ქვეყნის
ეკონომიკა 4 წელიწადში,
ქვეყნის ბიუჯეტი 28 მლრდ-დან
გაიზრდება და გადაცდება 40
მილიარდს, ეს არის ჩვენი
დაპირებები, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.მთავრობის
მეთაურის შეფასებით, 2012
წელს ამ კუთხით უმძიმესი
ვითარება იყო, ეკონომიკა
იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი,
ქვეყნის ბიუჯეტი კი მხოლოდ
8,5 მილიარდი
ლარი.„ფსვედოლიბერალური
პროპაგანდა არის
გლობალური მასშტაბის
უმძიმესი პრობლემა და ამ
პრობლემაზე გაამახვილა
ყურადღება ბატონმა ბიძინა
ივანიშვილმა. რაც შეეხება
ეკონომიკურ და სოციალურ
საკითხებს, ამაზეც ისაუბრა
ბატონმა ბიძინა
ივანიშვილმა. იცით, რა
მდგომარეობა დაგვხვდა 2012
წელს - უმძიმესი ვითარება,
ეკონომიკა იყო მხოლოდ 28
მლრდ ლარი, ქვეყნის ბიუჯეტი
იყო მხოლოდ 8,5 მილიარდი
ლარი. ჩვენ უკვე შევძელით
და ეკონომიკა გავზარდეთ 28
მლრდ ლარიდან 90 მლრდ
ლარამდე და ქვეყნის
ბიუჯეტი გავზარდეთ 8,5 მლრდ
ლარიდან 28 მლრდ ლარამდე. რაც
შეეხება დაპირებას, ჩვენი
დაპირებაა, რომ 90-დან
დამატებით 130 მლრდ ლარამდე
გაიზარდება ქვეყნის
ეკონომიკა 4 წელიწადში.
ქვეყნის ბიუჯეტი 28 მლრდ-დან
გაიზრდება და გადაცდება 40
მილიარდს.ეს არის ჩვენი
დაპირებები. რაც შეეხება
უმშევრობას და სიღარიბეს,
სიღარიბის მაჩვენებელი
დღეს არის 3,7% და ეს
მაჩვენებელი 2012 წელთან
შედარებით
განახევრებულია, თუმცა ჯერ
კიდევ მაღალია. ჩვენი
დაპირებაა, რომ 2028 წლისთვის
უმუშევრობა ჩამოცდება
4%-იან მაჩვენებელს, რაც
ევროკავშირის საშუალო
მაჩვენებელზე უკეთესი
შედეგია. იგივე ეხება
სიღარიბეს. სიღარიბის
მაჩვენებელი, რომელიც იყო 30%
2012 წელს, ახლა არის 11,8% და ოთხ
წელიწადში ჩამოცდება 4%-ს,
ანუ დამატებით დაახლოებით
300 ათასი ჩვენი
თანამოქალაქე დაძლევს
სიღარიბეს. თუ 2012 წელს 1 120 000
ადამიანი ცხოვრობდა
სიღარიბის ზღვარს მიღმა,
წინა ხელისუფლების
პირობებში, ახლა ეს
მაჩვენებელი რადიკალურად
შემცირებულია 440 000-მდე და
მაქსიმუმ 150 000-მდე ჩამოვა ეს
მაჩვენებელი ოთხ
წელიწადში. ეს არის
დღევანდელი სურათი. ეს არის
ჩვენი დაპირებები, ჩვენი
გუნდის პოზიცია ამ
ყველაფერთან დაკავშირებით
ძალიან მკაფიოა“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.