გიორგი გვარაკიძე
საპროკურორო საბჭომ
გენერალური პროკურორობის
კანდიდატად აირჩია.
გენპროკურორის პირველ
მოადგილეს ხმა საბჭოს 10-მა
წევრმა მისცა.
კენჭისყრამდე, გვარაკიძემ
სხდომაზე შეკრებილებს
მოხსენებით მიმართა.
აქცენტი სამომავლო
გეგმებთან დაკავშირებით
გაკეთდა; უპასუხა დასმულ
შეკითხვებს.გიორგი
გვარაკიძეს, ახალ პოსტზე
საბოლოოდ დასამტკიცებლად,
პარლამენტის თანხმობა
სჭირდება."საკმაოდ
შინაარსიანი და საქმიანი
მოხსენება ჰქონდა ბატონ
გიორგის. ის ძალიან კარგად
იცნობს საქართველოს
სისხლის სამართლის
სამართლის პოლიტიკაში
არსებულ პრაქტიკასა და, რაც
მთავარია, გამოწვევებს.
მისი კანდიდატურა უკვე
გადმოინაცვლებს
საქართველოს პარლამენტში,
სადაც უკვე იურიდიულ
საკითხთა კომიტეტში
მოხდება ბატონი გიორგის
მოსმენა და საზოგადოებას
ექნება შესაძლებლობა,
კომიტეტის ამ სხდომას
ადევნოს თვალი - იხილოს ის
კითხვა-პასუხი, რომელიც ამ
კომიტეტზე გაიმართება", -
აცხადებს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე, საპროკურორო
საბჭოს წევრი რატი
იონათამიშვილი.