ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი
საქართველოში არის
საქართველოს და ქართველი
ხალხის მიმართ
მხარდაჭერის ძალიან
მნიშვნელოვანი
გამოხატულება, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე
განაცხადა.პრემიერის
თქმით, ევროსაბჭოს
გენერალურ მდივანს
განემარტა საქართველოში
არსებული ვითარება, და ის,
რომ ბოლო პერიოდში
მიტინგებმა მიიღო
მშვიდობიანი ხასიათი,
აქედან გამომდინარე,
საპოლიციო ძალის
გამოყენების საჭიროება
აღარ არის.„მინდა კიდევ
ერთხელ მადლობა
გადავუხადო ევროსაბჭოს
გენერალურ მდივანს
საქართველოში
ჩამობრძანებისთვის.
ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი
საქართველოში არის
საქართველოს და ქართველი
ხალხის მიმართ
მხარდაჭერის ძალიან
მნიშვნელოვანი
გამოხატულება. ჩვენ
გვქონდა ძალიან
საინტერესო და
პროდუქტიული დისკუსიები
ბატონ გენერალურ
მდივანთან. ჩვენ
განვუმარტეთ ბატონ
გენერალურ მდივანს
საქართველოში არსებული
ვითარება, ის, რომ ბოლო
პერიოდში მიტინგებმა
მიიღო მშვიდობიანი
ხასიათი, აქედან
გამომდინარე, აღარ არის
საპოლიციო ძალის
გამოყენების საჭიროება და
დარწმუნებული ვართ, რომ ასე
გაგრძელდება ვითარება
შემდეგი დღეების და
კვირების განმავლობაშიც“, -
განაცხადა
პრემიერმა.მთავრობის
მეთაურის თქმით, ასევე
განმარტებები გაკეთდა
ადმინისტრაციულ
პატიმრობასთან
დაკავშირებით.„ასევე
განმარტებები გავაკეთეთ
ადმინისტრაციულ
პატიმრობასთან
დაკავშირებით,
მოგეხსენებათ, რომ
ძირითადად ძალადობრივი
აქტების გამო
ადმინისტრაციული წესით
არის დაკავებული
ადამიანების გარკვეული
რაოდენობა. განვმარტეთ, რომ
საქართველოში
ადმინისტრაციული
პატიმრობის მაქსიმალური
ვადა არის 15 დღე,
შესაბამისად, თვის ბოლომდე
ეს ადამიანები სრულად
იქნებიან
გათავისუფლებულები. რა
თქმა უნდა. ეს არ ეხებათ იმ
ადამიანებს, რომლებიც
სისხლის სამართლებრივი
ბრალდების ქვეშ არიან
წინასწარ პატიმრობაში.
ასეთია დაახლოებით 30
პატიმარი. ესეც
განვუმარტეთ ბატონ
გენერალურ მდივანს.რაც
შეეხება გამოძიებას,
წარიმართება გამოძიებები,
ამასთან დაკავშირებითაც
განმარტება მიიღო ბატონმა
გენერალურმა მდივანმა.
ჩვენ კიდევ ერთხელ
დავაფიქსირეთ ჩვენი
მზადყოფნა, რომ
ვითანამშრომლოთ
ევროსაბჭოს ყველა
სტრუქტურასთან, ასეთ
საკითხებთან
დაკავშირებით.ასევე ჩვენ
გვქონდა მსჯელობა
კანონმდებლობაზე. მათ
შორის, მსჯელობა გვქონდა
გამჭვირვალობის კანონთან
დაკავშირებით. აქაც, კიდევ
ერთხელ დავაფიქსირეთ
ჩვენი ღიაობა
მსჯელობასთან მიმართებით.
ჩვენ ღია ვართ
მსჯელობისთვის. ასეთი
ღიაობა ჩვენ
დაფიქსირებული გვქონდა
კანონის მიღების
პროცესშიც, კანონის
მიღების შემდეგაც. ვამბობთ
მარტივ რამეს - თუ ვინმე
დაგვისაბუთებს, რომ ამ
კანონში არის რაიმე
უარყოფითი, რა თქმა უნდა,
ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე
მსჯელობისთვის. მათ შორის,
მზად ვართ
თანამშრომლობისთვის
ევროსაბჭოს შესაბამის
სტრუქტურებთან“, -
განაცხადა პრემიერმა.