
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
„ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
1 თვე წინ
36








English (US) ·
Georgian (GE) ·