დღეს, ბაკურიანში
ოფიციალურად გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის
დაფინანსებული
ახალგაზრდული ბანაკი -
„საზაფხულო ბანაკი
2025“.გორის მერიის
ინფორმაციით, პირველი
ნაკადი ბაკურიანში
გორიდან გამგზავრდა. მათ
გორის მუნიციპალიტეტის
მერის მოვალეობის
შემსრულებელი კონსტანტინე
ბუზალაძე გააცილა.ბანაკს
წელს 180 ახალგაზრდა
უმასპინძლებს, 16-დან 20
წლამდე ასაკობრივი
ჯგუფიდან. მონაწილეები
ბაკურიანში ეტაპობრივად,
ოთხ ნაკადად
გაემგზავრებიან. თითოეული
ნაკადი ბანაკში 5 ღამე და 6
სრული დღე დარჩება.ბანაკის
პროგრამა და აქტივობები
„საზაფხულო ბანაკი 2025“
განათლებასა და პიროვნულ
განვითარებაზეა
ორიენტირებული.
მონაწილეები მიიღებენ
მონაწილეობას:ტრენინგებში,
რომლებიც მოიცავს შემდეგ
თემებს:ემოციების მართვა,
ეფექტური კომუნიკაცია,
პროფესიული ორიენტაცია და
კარიერის დაგეგმვა,
მედიაწიგნიერება,
პროექტების წერა, ციფრული
უსაფრთხოება, ხელოვნური
ინტელექტი.ასევე,
დაგეგმილია შემეცნებითი,
კულტურული, სპორტული და
გასართობი აქტივობები, რაც
ბანაკის პროგრამას კიდევ
უფრო მრავალფეროვანს
ხდის.ორგანიზატორი და
მხარდამჭერი პროექტი
ხორციელდება
არასამეწარმეო
(არასამთავრობო) იურიდიული
პირის - „საერთაშორისო
ინოვაციური ინდუსტრიის“
მიერ, გორის
მუნიციპალიტეტის
„განათლების ხელშეწყობისა
და თანადაფინანსების
პროგრამის“
ფარგლებში.მსგავსი
ბანაკები ხელს უწყობს
ახალგაზრდების
განვითარებას, მათთვის
ახალი შესაძლებლობების
გაცნობას და სამომავლო
პროფესიული გზის
დაგეგმვაში დახმარებას.