„ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 6 საათი წინ 4
„ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ბიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ბუძიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ ავრცელებს.„ნიკოლოზ ბუძიშვილი 2002 წლიდან იყო საქართველოს ბიატლონის ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიატლონის, როგორც ზამთრის სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიკოლოზ ბუძიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“ – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
სრულად წაიკითხეთ სტატია