ბაკურ ბაკურაძე: მაინც მინდა ვიცოდე ვინ და რამდენი ბოგანო შემორჩით ჩემს სანაცნობო წრეს

News.ge 9 საათი წინ 6
ბაკურ ბაკურაძე: მაინც მინდა ვიცოდე ვინ და რამდენი ბოგანო შემორჩით ჩემს სანაცნობო წრეს
“სხვის იუბილეზე, სხვის ორგანიზებულ და მოწყობილ საღამოზე, სხვისი მაყურებლისა და თაყვანისმცემლის წინაშე მიწვეული სტუმარი მოიქცე ისე, როგორც საკუთარ საღამოზე არის უკიდურესი უკულტურობის, უზრდელობის და სამარცხვინო ქცევის მაგალითი. ამას მხოლოდ “ღორის ტილი” იკადრებს.
ხოლო, ეს ყველაფერი გააკეთო არა ემოციის გამო სპონტანურად, არამედ დაგეგმო წინასწარ თავისი ტაშისმკველების მიყვანით და ვიდეო გადაღებით, არის გარეწრობა. ზუსტად ისეთი მოყვარე რომ გგონია და თურმე მტერს შეუშვებ ადამიანი სახლში.
ყველა არ იმსახურებს არც სცენაზე დგომას და არც ხელოვანის სახელს.
ვინც იცით რაზეც ვსაუბრობ და მის ქცევას ეთანხმებით და მხარს უჭერთ გამეხარდება თუ კომენტარებში გამოჩნდებით. მაინც მინდა ვიცოდე ვინ და რამდენი ბოგანო შემორჩით ჩემს სანაცნობო წრეს.
გმადლობთ ყურადღებისათვის!❤️
Liliko Nemsadze გილოცავ ჩემო ოქრო შესანიშნავ საღამოს, წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ.
ძალიან გული დამწყდა რომ ვერ ვიყავი შენს გვერდით, თუმცა მალე შევხვდებით “ავტოგრაფის” გადაღებებზე.
P.S. ბანძი!
თქვენ ხართ ნამდვილი პროფესიონალები და ამას ჩემი შეფასება არ სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში, აღნიშვნა და დიდი პატივისცემის გამოხატვა თქვენდამი აუცილებლად ჩავთვალე” – წერს ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ლილიკო ნემსაძის საღამოზე მომღერალმა სოფო გელოვანმა საზოა=გადოებას სიტყვით მიმართა.
სრულად წაიკითხეთ სტატია