აშშ-ს მოქმედი
ადმინისტრაცია, წაგებული
მთავრობა ცდილობს, რომ
ძალიან გართულებული
ურთიერთობები დატოვოს
საქართველოსთან, თუმცა
სამი მთავარი ინტერესის
დამთხვევა ორ ქვეყანას
შორის დონალდ ტრამპის
მომავალი ადმინისტრაციის
პირობებში, იძლევა
ვარაუდის საფუძველს, რომ
ურთიერთობების
გადატვირთვა უფრო
გაიოლდება, - განაცხადა
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა და
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ
მამუკა
მდინარაძემ.„როგორც
მინიმუმ, აშშ-ს ინტერესებს
ახალი ადმინისტრაციის
პირობებში დაემთხვევა
საქართველოს სამი მთავარი
ინტერესი და
დამოკიდებულება: პირველი -
ეს შეეხება ოჯახურ
ღირებულებებს და წესით,
ჩვენ არავინ მოგვთხოვს
ყოველ შემთხვევაში აშშ-დან
ლგბტ პროპაგანდის
წინააღმდეგ მიმართული
კანონის გაუქმებას და
გაწვევას, გამჭვირვალობის
კანონთან დაკავშირებით
ასეთივე დამოკიდებულება
აქვს ტრამპს და მის მომავალ
ადმინისტრაციას. რაც ასევე
ძალიან მნიშვნელოვანია, არ
იქნება პატრონებისგან
მოთხოვნა ჩვენი ოპოზიციის
მიმართ, თავისი აგენტების
მიმართ, რომ რაც შეიძლება
მეტი იზრუნონ საქართველო
ჩართონ ომში იმიტომ, რომ
ამას აზრი დაეკარგება, თუკი
ომი მალე დამთავრდება და
იცით, რომ ტრამპის მთავარი
მიზანია, რომ ომი დასრულდეს
და ეს მისი დეკლარირებული
ამოცანაა, როგორც ის
წინასაარჩევნო პერიოდში
აცხადებდა. ამიტომ ეს სამი
მთავარი დამთხვევა,
პოზიტიური დამთხვევა
უზრუნველყოფს, რომ
ინტერესები საქართველოს
მიმართ ზეწოლისა
გაცილებით შემცირდება და
ეს გვაძლევს ჩვენ ვარაუდის
საფუძველს, რომ
გადატვირთვა უფრო
გაიოლდება. მიუხედავად
იმისა, რომ მოქმედი
ადმინისტრაცია, აშშ-ს
წაგებული მთავრობა
ცდილობს, რომ ძალიან
გართულებული ურთიერთობები
დატოვოს ამ ორ ქვეყანას
შორის“, - განაცხადა
მდინარაძემ.მისი თქმით,
თავად „ნაცები“ და
„ნაცებთან“ მოღალატეები
აღიარებენ, რომ ის რაც
დაგეგმილი იყო
საქართველოში მოუწიათ ამ
გეგმების ადრე გადატანა და
ამ ენერგიის ადრე დახარჯვა,
ვიდრე 16-20 დეკემბერი
დადგებოდა. მდინარაძის
თქმით, ეს იყო მათთვის
პირველი ფაზა და მეორე ფაზა
16-20 დეკემბრის მოვლენებზე
დაყრდნობით ქვეყანაში
სიტუაციის არევა იყო.„მათ
ეს ტყვიები უკვე დახარჯეს,
ჰაერში ისროლეს.
საუბედუროდ, ფეიერვერკი და
ქვები ესროლეს
პოლიციელებს და თავისი
მავნებლური პოლიტიკური
ტყვიები ჰაერში გაისროლეს.
შესაბამისად ამისა, ამ
ჰაერში ნასროლმა მათმა
რესურსმა უზრუნველყო, რომ
ჩვენ დარტყმას მივიღებთ
გაცილებით ნაკლებს,
პრაქტიკულად ავირიდებთ
თავიდან, რაც 16-20 დეკემბრის
მოვლენებზე ჰქონდათ მათ
გათვლილი, როგორც
„ნაცებთან“ მოღალატე
გახარიამ თავისი პირით
თქვა და როგორც ეს მას
წამოსცდა. შესაბამისად,
ამისა ის მოცემულობა, რომ
ზურაბ ჯაფარიძეს უთქვამს,
რომ ამინდიც კი რუსულიაო,
ამ მარაზმულ
დამოკიდებულებას, რომ
„საბაკასაც“ კი არ
გააგდებს გარეთ ისეთი
რუსული ამინდია, ასეთ
რაღაცებზე ლაპარაკი არ
შეიძლება გახდეს
საერთაშორისო პრობლემების
შექმნის საფუძველი.
იმდენად სასაცილო ამბავია,
რომ არ შეიძლება, რომ ამ
ნარატივში აცხოვრონ
ქართული საზოგადოება და ამ
ნარატივით უცხოურმა
ჩვენმა პარტნიორებმა
იმოქმედონ საქართველოს
წინააღმდეგ“, - აღნიშნა
მდინარაძემ.მდინარაძემ
ასევე აღნიშნა, რომ რადგან
რადიკალურ ოპოზიციურ
ძალებს 20 იანვრამდე
უნდოდათ ამ ნარატივის
ბოლომდე გატარება და ამით
ქვეყნის აყირავება, ე.ი. 20
იანვარი მათი აღიარებითაც
არის ის თარიღი, როდესაც
უკვე ჩნდება გაცილებით
დიდი შანსი სიტუაციის
გადატვირთვის და
ურთიერთობების
გადატვირთვის.