ბაიდენი ღაზაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა

Primetime.ge 4 თვის წინ 91
ბაიდენი ღაზაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ მხარეებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს აგზავნის, რათა მან ადგილზე შესაბამისი მოლაპარაკებები გამართოს.„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე“, - ციტირებს მედია ბაიდენს.სინვარის ლიკვიდაციის შესახებ პირველი არაოფიციალური ცნობები გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით„ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაცია ებრაულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, ხოლო შემდეგ, თავად დაჯგუფებამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია