აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი 9-12 იანვარს
იტალიას ეწვევა.
ინფორმაციას თეთრი სახლი
ავრცელებს.ვიზიტის დროს
ბაიდენი რომის პაპს
ფრანცისკე პირველს
შეხვდება. ის აგრეთვე
მოლაპარაკებებს გამართავს
იტალიის პრეზიდენტთან
სერჯო მატარელასთან და
პრემიერ-მინისტრთან
ჯორგია მელონისთან.თეთრი
სახლის ინფორმაციით,
ვიზიტის და მის ფარგლებში
გამართული შეხვედრების
მთავარი მიზანი
ამერიკულ-იტალიური
ორმხრივი ურთიერთობების
გაძლიერებაა. ბაიდენი
მელონისთან შეხვედრაზე
მსოფლიოში უკანასკნელ
პერიოდში განვითარებულ
მოვლენებსაც მიმოიხილავს.