ბათუმში საქართველოს
დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი საზეიმო
ღონისძიებები
მიმდინარეობს.ანბანის
კოშკის მიმდებარე
ტერიტორიაზე მოწყობილია
საგამოფენო სივრცეები,
საბავშვო ზონები,
ადგილობრივი მეწარმეების
ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა,
ინსტალაციები და
ისტორიული კუთხეები.17:10
წუთზე დამოუკიდებლობის
გამოცხადების ისტორიულ
დროს, შესრულდება
საქართველოს ჰიმნი რევაზ
ლაღიძის სახელობის
სამუსიკო სკოლის
შესრულებით.18:00 საათზე
გაიმართება საზეიმო
კონცერტი ადგილობრივი
შემსრულებლების
მონაწილეობით.