ბათუმში საპროტესტო
აქციაზე რამდენიმე პირი
დააკავეს. აქციის
მონაწილეთა განცხადებით,
დაკავებულია ათამდე პირი,
მათ შორის, აქციის
მონაწილეები -
არასამთავრობო
ორგანიზაციის
წარმომადგენელი ციალა
ქათამიძე, კოალიცია "ძლიერი
საქართველოს" წევრი და
ბათუმის საკრებულოს
დეპუტატი ვაჟა დარჩია,
ასევე - პარტია "გახარია
საქართველოსთვის"
ახალგაზრდული
ორგანიზაციის წევრი მათე
ცენტერაძე და
სხვები.დაკავება
საპროტესტო მსვლელობის
დროს დაიწყო, როცა ერთ-ერთი
მონაწილე თამთა აბულაძე
დააკავეს. აქციის
მონაწილეთა თქმით, თამთა
აბულაძე მას შემდეგ
დააკავეს, რაც მან
პოლიციელს ტანსაცმელზე
სტიკერი მიაკრა წარწერით -
"გაიფიცე".პირველი
დაკავების შემდეგ აქციის
მონაწილეებმა პოლიციის
მთავარ სამმართველოსთან
გადაინაცვლეს დაკავებულის
გათავისუფლების
მოთხოვნით, სადაც სხვა
პირებიც დააკავეს, როგორც
თვითმხილველები ამბობენ,
ასფალტზე სტიკერების
გაკვრისა და შეკითხვების
გამო.