ბათუმში მომხდარ უბედურ
შემთხვევაზე ბათუმის
მერია განცხადებას
ავრცელებს.„უბედური
შემთხვევა მოხდა ქალაქ
ბათუმში, ფრ. ხალვაშის
გამზირის #188-ის მიმდებარედ.
წყლით სავსე თხრილში ორი
არასრულწლოვანი ჩავარდა,
საუბედუროდ, მათი
გადარჩენა ვერ
მოხერხდა.სამძიმარს და
თანადგომას ვუცხადებთ
გარდაცვლილთა ოჯახებს
ტრაგედიის ამ მძიმე
წუთებში. მომხდარის
დეტალებს დაადგენს აჭარის
პოლიციის დეპარტამენტი
დაწყებული გამოძიების
ფარგლებში“, - წერია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.