ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეეფარდა

News.ge 1 კვირა წინ 13
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უნივერსიტეტის დეკანი და სტუდენტები 9 დეკემბერს დააკავეს. ისინი საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

უწყების მტკიცებით, 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია