საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს,
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით, ბათუმის
შემოვლითი საავტომობილო
გზის მშენებლობის
ფარგლებში,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის
საავტომობილო გზის მე-4
კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის
შემოვლითი გზის -
ბათუმი-ახალციხის
საავტომობილო გზასთან
დაერთების სამუშაოების
გამო, აღნიშნული გზის
აღნიშნული გზის კმ1-კმ8
(ფრიდონ ხალვაშის გამზირი)
მონაკვეთზე, დროებით
შეიზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, გარდა
ადგილობრივი
მაცხოვრებლების მსუბუქი
ავტოტრანსპორტისა 2024 წლის 01
ოქტომბრის ნაცვლად, 2024 წლის
02 ოქტომბრიდან 5 დღის
განმავლობაში.დროის
აღნიშნულ პერიოდში,
ავტოტრანსპორტი
იმოძრავებს ჭოროხის
ქუჩაზე გამავალი
ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზის
გამოყენებით.