ბათუმის საზღვაო
აკვატორიაში ზღვაზე
ძებნა-გადარჩენის და
ავარიულად დაღვრილი
ნავთობის ლიკვიდაციის
წვრთნა ჩატარდა.
ღონისძიება საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს
ორგანიზებით
გაიმართა.წვრთნის
სცენარის მიხედვით,
ოპერაციის მონაწილეებს
რამდენიმე დავალება უნდა
შეესრულებინათ. სამაშველო
ოპერაციები მასშტაბური
ხასიათის იყო - მონაწილეობა
მიიღო 34 ორგანიზაციის
წარმომადგენელმა 160-მდე
ადამიანმა. ჩატარებულმა
ოპერაციამ მონაწილე
ორგანიზაციებისა და
დამკვირვებლების მხრიდან
მაღალი შეფასება მიიღო.