ბათუმის გმირთა ხეივანი FIABCI-Georgia-ს ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

Primetime.ge 2 დღის წინ 9
ბათუმის გმირთა ხეივანი FIABCI-Georgia-ს ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია
ბათუმში, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას, „FIABCI-Georgia Prix d’ExcellenceAwards 2024”-მ უმასპინძლა. „FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024"-ის ნომინაციაში - საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა, ბათუმის გმირთა ხეივანმა გაიმარჯვა.აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს სპეციალური პრიზი FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა რამონ რიერამ გადასცა.საქართველოს უძრავი ქონების საუკეთესო პროექტები ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა. დაჯილდოებაში მონაწილეობა უძრავი ქონების სფეროს 150 წარმომადგენელმა მიიღო.გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში: საუკეთესო საცხოვრებელი შენობები, სასტუმრო, მრავალფუნქციური კომპლექსი, საკურორტო ზონები, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობა და ა.შ.გამარჯვებულ კომპანიებს პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წარდგენის და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.2023 წლის გამარჯვებული, კატეგორიაში „საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა" - „აჭარაბეთ არენა“ გახდა.ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია