ბაზელში ევროვიზიის 69-ე
კონკურსის მეორე
ნახევარფინალი გაიმართა,
სადაც საქართველოს
წარმომადგენელი მარიამ
შენგელია ანსამბლ
„ერისიონის“
მოცეკვავეებთან ერთად
მეათე ნომრად წარდგა. მან
შეასრულა სიმღერა
სახელწოდებით - Freedom. მეორე
ნახევარფინალში სულ 16
ქვეყანა მონაწილეობდა.
გამარჯვებულთა ათეული
მხოლოდ მაყურებელთა
ხმების საფუძველზე
გამოვლინდა. ფინალში
გადავიდნენ: ლიეტუვა,
ისრაელი, სომხეთი, დანია,
ავსტრია, ლუქსემბურგი,
ფინეთი, ლატვია, მალტა და
საბერძნეთი. სამწუხაროდ,
საქართველო ფინალში ვერ
მოხვდა.ევროვიზიის 2025 წლის
ფინალური ტური 18 მაისს
გაიმართება.