ბერია ანდრიას ფონდის
დამფუძნებელი, დედა
თინათინი ესტუმრა „დილა
მშვიდობისა საქართველოს“
და მაყურებელს
გულისამაჩუყებელი ამბავი
გაუზიარა:„ბავშვი იყო
სიმსივნით აფხაზეთიდან,
თბილისში დასარჩენი არ
ჰქონდა და გვთხოვეს,
მიგვეღო ჩვენთან, ფონდში.
მე ვარ სოხუმიდან,
აფხაზეთის ომის მონაწილე,
ვეტერანი.წამიერი პაუზა
მქონდა. ვუთხარი, რომ
გადმოვურეკავდი ორ წუთში.
ეგრევე ვიფიქრე, რომ
აუცილებლად უნდა მიგვეღო
ბავშვი, მაგრამ ვკითხე ჩემს
მეუღლეს, რომელსაც
ახლობლები დაუხვრიტეს…
გამომხედა და მკითხა, შენ
რას ფიქრობო. ვუპასუხე,
უნდა მივიღოთ-მეთქი, შენ
რამდენად შეძლებ-მეთქი. მან
მითხრა პირდაპირ, არც უნდა
გეკითხაო.ძალიან
გამიხარდა და კიდევ დიდი
პატივისცემა დაიმსახურა
ჩემმა მეუღლემ და მივიღეთ
ეს ბავშვი, იმ დღიდან, ბევრი
აფხაზი გვყოლია, სოხუმიდან
ახლა ბოშაც გვყავს. რა თქმა
უნდა, ყველა ამ ბავშვზე
ვზრუნავთ ზუსტად ისევე,
როგორც ქართველ ბავშვებზე.
მიხარია, რომ მათ უკვე
ქართული ესმით. ერთმა
ბავშვმა მითხრა, თურმე რა
კარგი ხალხი ყოფილხართო…“