ბავშვებში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის – ირაკლი კობახიძე

News.ge 1 თვე წინ 50
ბავშვებში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის – ირაკლი კობახიძე

ბავშვებში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის –
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებში არ შეიძლება წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში.

„ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. არის არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა მაგალითად, სადაც ქალს შეუძლია მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს კაცად, ან კაცი მივიდეს და გადაეწეროს ქალად. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთი პუნქტი, რასაც ეხება მაგალითად ეს კანონი. თუ ვინმე დამიმტკიცებს განსხვავებულს, ქალი რომ ხარ შეგიძლია მიხვიდე და ჩაეწეროს კაცად და კაცი რომ ხარ, შეგიძლია ჩაეწერო ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, მე შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი, მაგალითად რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად, ან რატომ არ უნდა გაუქმდეს ჩემი, როგორც ადამიანის რეგისტრაცია. ამ დონის აბსურდზეა საუბარი. ასევე საუბარია იმაზე, რომ ბავშვებში არ შეიძლება წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში. არ შეიძლება ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის ჯანსაღი კანონი. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ საპირისპირო რამ არის ჯანსაღი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, საზოგადოება როცა ამ ყველაფერს უყურებს, არ მგონია, რომ კარგი შთაბეჭდილება რჩებოდეს. არ შეიძლება ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია