„ბავშვებისთვის განკუთვნილ ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი

Primetime.ge 1 თვე წინ 13
„ბავშვებისთვის განკუთვნილ ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
„აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი ესწრებოდნენ.როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის, მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.კიბოს კვლევის საერთაშორისო ცენტრმა აფლატოქსინ B1-ი და M1-ი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კარცენოგენად ანუ სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად დაასახელა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანოს განცხადებით, საკვებში აფლატოქსინის გაჩენას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა - ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, საკვების შენახვის პირობების დარღვევა, პროდუქტის დაზიანება, მოსავლის აღებისა და დამუშავების პროცესების არასწორად წარმართვა, დაბინძურებული ტექნიკისა და შესანახი კონტეინერების გამოყენება, ბიოლოგიური ფაქტორები. ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 1 ლიტრ რძეში აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.05 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 1 მიკროგრამი უდრის ნოლ მთელ 1 მილიონ გრამს (0.000001). ჩვილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ 1 ლიტრ რძეში კი აფლატოქსინ M1-ის შემცველობა 0.025 მიკროგრამი უნდა იყოს.ამავე თემაზე:👉 გვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა - როგორია საფრთხეები და მოწამვლის სიმპტომები👉 „სოფლის ნობათი“ განცხადებას ავრცელებს👉 „მსგავსი შემთხვევა ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი, დროული რეაგირება, ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს“ - თემურ მიქელაძე👉 „ყვარლის ბაგა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სრულად წაიკითხეთ სტატია