ბავშვების ხილფაფებში
ტყვია აღმოაჩინეს - FDA-მ
მწარმოებლებს კონკრეტული
მოთხოვნა წაუყენა.აშშ-ს
სურსათისა და წამლების
ადმინისტრაციამ დააწესა
კონკრეტული ზღვარი,
რომელიც ბავშვთა საკვებში
ტყვიის შემცველობის
გამოყენებისას
მწარმოებლებმა უნდა
დაიცვან.აღსანიშნავია, რომ
ამ დადგენილების მიღება
პირველად გასული წელს
მოითხოვეს, როდესაც აშშ-ში,
2024 წლის ოქტომბრიდან
აპრილამდე - ვაშლისა და
დარიჩინის პიურის
მირთმევის შემდეგ 560-ზე მეტი
ბავშვი დაავადდა.
პაციენტებს ხილის ფაფის
მირთმევის შემდეგ სისხლში,
ტყვიის შემცველობა 8-ჯერ
ჰქონდათ
მომატებული.ჩატარებულმა
ტესტმა აჩვენა, რომ
ე.წ.ვაშლის დარიჩინის პიურე
კანონით განსაზღვრულზე,
200-ჯერ მეტ ტყვიას შეიცავდა.
FDA-ის მიერ დაწესებული
შეზღუდვა ასე გამოიყურება -
ათას კილოგრამ ბავშვის
საკვებში ტყვიის
შემცველობა 10 მილიგრამს არ
უნდა აღემატებოდეს. ანუ
ბავშვის თხევად ხილში,
ბოსტნეულში, მარცვლეულსა
თუ პუდინგების 1 ცალ
შეკვრაში ტყვიის
შემცველობა უნდა იყოს 0.000001
მილიგრამი. მწარმოებლები
ვალდებულები არიან
დაიცვან FDA-ის მიერ გაცემული
ეს წესი, წინააღმდეგ
შემთხვევაში - ისინი
დაჯარიმდებიან.