„ეს ორგანიზაცია
ჩვეულებრივ
გამყალბებელია. ჩვენ
გვახსოვს 2020 წელს, როდესაც
მათ გააყალბეს პარალელური
დათვლები და ამით სურდათ
ქვეყანაში რევოლუციის და
გადატრიალების მოწყობა“, -
ამის შესახებ დედაქალაქის
მერმა, კახა კალაძემ
მედიასთან საუბრისას
განაცხადა, როდესაც მას
არასამთავრობო
ორგანიზაცია ISFED-ის მხრიდან
პარალელური დათვლის
შედეგების გამოქვეყნებაზე
უართან დაკავშირებით
ჰკითხეს. თბილისის მერმა
მადლობა გადაუხადა ISFED-ის
დირექტორს, ნინო დოლიძეს
თავდაპირველად პარალელურ
დათვლებთან დაკავშირებით
გაკეთებული განცხადების
გამო, რომლის მიხედვითაც
ISFED-ის პარალელური დათვლისა
და ცესკო-ს შედეგები
ერთმანეთს ემთხვეოდა.
ამასთან, მან მოუწოდა
ორგანიზაციას, რომ ეს
შედეგები მათ
დაუყოვნებლივ
გაასაჯაროონ.„ახლა კეთილი
უნდა ინებონ და წარუდგინონ
საზოგადოებას ის
პარალელური დათვლები,
რომელიც იქნა ჩატარებული.
კი, ქალბატონი დოლიძე
გამოვიდა და პირდაპირ თქვა,
რომ ემთხვევა ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ
გამოქვეყნებული შედეგები
მათ პარალელურ დათვლებს,
მაგრამ მხოლოდ ეს
განცხადება არ ჰყოფნის.
კეთილი ინებონ, გამოვიდნენ
და საზოგადოებას მიაწოდონ
ინფორმაცია პარალელურ
დათვლებთან დაკავშირებით.
ქალბატონ დოლიძეს მადლობა
მინდა პირადად ვუთხრა იმ
კორექტული განცხადებების
გამო, რაც პარალელურ
დათვლებთან დაკავშირებით
გააკეთა“, -აღნიშნა კახა
კალაძემ.ჟურნალისტის
კითხვაზე, თუ რატომ
აჭიანურებს ISFED პარალელური
დათვლის შედეგების
გამოქვეყნებას, თბილისის
მერმა უპასუხა, რომ მათ არ
სურთ საზოგადოებისთვის
სიმართლის თქმა.„არ უნდათ,
რომ სიმართლე უთხრან ხალხს.
დღეს, ხომ კამპანია მიდის
ამ წვრილფეხა რადიკალების
ჩართულობით, გარედან
სიცრუის კამპანია და
საუბრობენ იმაზე, რომ
თითქოს არჩევნები რაღაც
დარღვევების ფონზე
ჩატარდა. ასეთი არჩევნები
ბევრ განვითარებულ
ქვეყანაში არ და ვერ
ტარდება. საერთოდ კითხვის
ნიშანი არ არსებობს,
გაიხსენეთ მათი
განცხადებები თუნდაც
აპარატურასთან
დაკავშირებით, რა
განცხადებებსა და
მოწოდებებს აკეთებდნენ,
იზეიმეს კიდეც გამარჯვება.
მას მერე, რაც გაიგეს, რომ
დამარცხდნენ და ქართველმა
ხალხმა მათ მიუჩინა
შესაბამისი ადგილი, რასაც
იმსახურებენ, ამის მერე
თურმე არჩევნები ყოფილა
გაყალბებული. ყველაზე
მტკივნეული და უბედურება
კი არის ის, რომ ამას ხელს
უწყობენ დასავლეთიდან
კონკრეტული ადამიანები,
რაც ძალიან მძიმეა“, -
განაცხადა კახა კალაძემ.