ზოგადად პროცესი მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობს,
არაფერი სერიოზული, ან
შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, -
განაცხადა ახალციხის მე-2
საარჩევნო უბნის
თავმჯდომარე ჟანა
მანუკიანმა. მისივე თქმით,
მას მოუწია ერთ-ერთი
დამკვირვებლის უბნიდან
გაძევება, რადგან არაერთი
გაფრთხილების მიუხედავად
ის კომისიის მუშაობას ხელს
უშლიდა.„გვქონდა ერთი
ასეთი შემთხვევა - ერთ-ერთი
ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენელი
დამკვირვებელი არაერთგზის
გაფრთხილების მიუხედავად
რომ არ ჩარეულიყო კომისიის
მუშაობაში და არ შეეშალა
ხელი, მაინც ერეოდა და
იძულებული გავხდი
კენჭისყრით და გაძევების
აქტით აღნიშნული
პიროვნება უბნიდან
გამეძევებინა“, - აღნიშნა
მანუკიანმა.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი