ახალქალაქის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მელქონ მაკარიანი: დაგეგმილი გვაქვს ბევრი პროექტი, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით და ჩვენი ძალისხმევით, დღითი დღე გალამაზდება ჩვენი მუნიციპალიტეტი

Primetime.ge 2 საათი წინ 2
ახალქალაქის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მელქონ მაკარიანი: დაგეგმილი გვაქვს ბევრი პროექტი, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით და ჩვენი ძალისხმევით, დღითი დღე გალამაზდება ჩვენი მუნიციპალიტეტი
"ქართული ოცნების" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მელქონ მაკარიანი, აქტიურად განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.მოქმედი მერის თქმით, ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა, რომელთა გაგრძელება კვლავ იგეგმება. მაკარიანის განცხადებით, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის კოორდინაციითა და ძალისხმევით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარედება. "სპორტული მოედნები, ისე რეკრეაციული ზონები, საბავშვო მოედნები, მინი სტადიონები და ბევრი სოციალური პროექტი განხორციელდა ჩვენი ხალხის ჩართულობით. დაგეგმილი გვაქვს ბევრი პროექტი როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, ისე სოფლებსა და ქალაქში უნდა შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჩემი მერობის პერიოდში, 25 სოფლამდე მისასვლელი გზა დაიგო, დაახლოებით 60 კმ-მდე და კიდევ არის დაგეგმილი მსგავსი პროექტები. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჩვენი მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, დღითი დღე გალამაზდება ჩვენი მუნიციპალიტეტი." - აღნიშნა მელქონ მაკარიანმა.      
სრულად წაიკითხეთ სტატია