"სამედიცინო შემოწმების
გარეშე რეისში ვერცერთი
მძღოლი ვერ გავა,“ -
აღნიშნულს გულისხმობს
მგზავრთა გადაყვანის
ახალი წესი, რომელიც 2025 წლის
1-ლი მარტიდან
ამოქმედდა.აღსანიშნავია
ისიც, რომ საავტომობილო
სამგზავრო გადაყვანისთვის
პირებს 2025 წლის 1-ლი მარტიდან
სპეციალური ნებართვის
ვალდებულება წარმოეშობათ.
საუბარია, იმ პირებზე, ვინც
ახორციელებს როგორც
საერთაშორისო
არარეგულარულ სამგზავრო
გადაყვანას, ასევე ქვეყნის
შიდა რეგულარულ
სამგზავრო.როგორც
ავტოსადგურ „ოკრიბას“
თანამშრომლები palitravideo.ge-სთან
საუბრისას აცხადებენ,
ტერიტორიაზე ყველა მძღოლი
ლიცენზიით მუშაობს. მათ კი
ვინც სტანდარტებს ვერ
აკმაყოფილეს „ოკრიბას“
ტერიტორიაზე შესვლა
ეკრალებათ.„ლიცენზია
აღებული მაქვს 3 წლის ვადით.
პირველი მარტიდან
მოგვთხოვეს ნარკოლოგიური
შემოწმება და ცნობა
ნასამართლეობაზე.
მანქანის საბუთები,
ინდმეწარმის საბუთები, ეს
ყველაფერი ჩავაბარეთ
იუსტიციის სახლში. რაში
სჭირდებათ არ ვიცი.
საუბარია, სადგურების
მოწესრიგებაზე, შესაძლოა,
ეს სადგური საერთოდაც
გააუქმონ. სადგურებს
თხოვენ რეგულაციებს, ეს
ჩვენ მძღოლებს არ გვეხება.
როცა ამ საკითხს
მოაწესრიგებენ მერე
გაგვიგრძელებენ
ხელშეკრულებას.ყველას
ყველაფერი გავლილი გვაქვს.
ვინც არ დგას სადგურის
ტერიტორიაზე, ე.ი. არ
შემოუშვეს. თუ რომელიმე
მძღოლმა შემოწმება არ
გაიარა ან საბუთები არ აქვს
მოწესრიგებული, არ უშვებენ
სადგურის ტერიტორიაზე.
სამედიცინო შემოწმებაც
გავიარეთ და მერე იდება
ხელშეკრულება
ავტოსადგურთან,“ -
აცხადებენ
მძღოლები.ცნობისთვის,
საქალაქთაშორისო
გადაყვანებთან
დაკავშირებით რამდენიმე
ახალი რეგლამენტი 2024 წლის
განმავლობაში დამტკიცდა.
ამ რეგლამენტებს შორის
არის ავტოსადგურების
მოწესრიგების
ვალდებულებაც, რომლის
შესრულებაც ზოგიერთ
სადგურში უკვე დაწყებულია
და ეს პროცესი 2025 წელს უნდა
დასრულდეს. კერძოდ,
ავტოსადგურები აღჭურვილი
უნდა იყოს მძღოლის
მოსასვენებელი სივრცით,
სამედიცინო პუნქტით,
საპირფარეშოებით,
მგზავრების მოსაცდელი
სივრცით, ბაქნებითა და ა.შ.
მოთხოვნები ყველა
სადგურისთვის მისი ზომისა
და ტიპის მიხედვით
ინდივიდუალურად არის
ფორმულირებული.