გიფიქრიათ, როგორი იქნებით 60 წლის ასაკში? ან მოგნდომებიათ თქვენს უფრო ასაკოვან ვერსიასთან გაესაუბრება?
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნეს ჩატბოტი, რომელიც თქვენს მომავალ “მესთან” დიალოგის საშუალებას გაძლევთ. ის ვიზუალურად ფოტოავატარის სახითაა წარმოდგენილი და ტექსტური საუბრისთვის მომხმარებლის მიერ წინასწარ მიწოდებულ ინფორმაციას იყენებს.
პროექტს Future You ეწოდება. ის ადამიანებს საშუალებს აძლევს, რომ მომავლის “მესგან” მნიშვნელოვანი რჩევები მიიღონ, თანაც თავიანთი შეხედულებებისა და გამოცდილებების მიხედვით. ინტერაქციული პლატფორმის ერთ-ერთი კომპონენტი სურათის მაგენერირებელი მოდელი StyleClip-ია. მას თქვენი ფოტო სჭირდება, რათა 60 წლის ვერსიის გამოსახულება შექმნას, ანუ მას ნაოჭები, ჭაღარა თმა და სხვა დეტალები დაუმატოს.
იმისთვის, რომ ჩატბოტისგან სათანადო პასუხები მიიღოთ, პირველ რიგში, ერთგვარი კითხვარი უნდა შეავსოთ. ეს მონაცემები სისტემას ეფექტიანი დიალოგის წარმართვაში დაეხმარება. კითხვები თქვენს მენტალურ მდგომარეობას, მიზნებს და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს ეხება.
ამ ინფორმაციას ენობრივი მოდელი GPT-3.5 ამუშავებს და “მომავლის მეხსიერების” არქიტექტურას ქმნის. ასევე, სისტემა სხვა ადამიანების გამოცდილებების, ურთიერთობებისა და კარიერის შესახებ მონაცემებზეა გაწვრთნილი. ამის მიუხედავად, ჩატბოტი კონკრეტულ პიროვნებას, კერძოდ კი კითხვებზე მის პასუხებს ერგება, რათა პერსონალიზებული შედეგები დააგენერიროს.
აღსანიშნავია, რომ ჩატბოტი მისი ტექსტების ნეგატიური ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლებს მუდმივად ახსენებს, რომ რჩევებს კითხვარის მიხედვით იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ტექსტი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გვიბრუნებს, მთლიანად ჩვენს პასუხებზეა დამოკიდებული.
მეცნიერებმა კვლევაც ჩაატარეს, რომელშიც 18-30 წლის ასაკის 344 ინგლისურენოვანი ადამიანი ჩაერთო. მათ თავიანთ მომავლის ვერსიებთან 10-30 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. მათივე თქმით, ამან შფოთვის შემსუბუქება და მოტივაციის გაზრდა განაპირობა. ასევე, მომავლის “მესთან” კავშირი განამტკიცა, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედებს.
· გადახედვა მეცნიერება მეცნიერებმა გეკონებში “მეექვსე გრძნობა” აღმოაჩინეს მეცნიერებმა გეკონებში “მეექვსე გრძნობა” აღმოაჩინეს
· გადახედვა მეცნიერება რა არის მთვარის ზედაპირის ქვეშ? — ახალი კვლევა შესაძლო პასუხს გვთავაზობს რა არის მთვარის ზედაპირის ქვეშ? — ახალი კვლევა შესაძლო პასუხს გვთავაზობს
· გადახედვა მეცნიერება ნახეთ: რაკეტა Starship-ის პირველი საფეხურის უზუსტესი დაშვება — მისიის შეჯამება ნახეთ: რაკეტა Starship-ის პირველი საფეხურის უზუსტესი დაშვება — მისიის შეჯამება