ახალი სტადიონის კონცეფციის შექმნაში UEFA-ს ექსპერტები ჩაერთვებიან

News.ge 1 დღე წინ 4
ახალი სტადიონის კონცეფციის შექმნაში UEFA-ს ექსპერტები ჩაერთვებიან

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი დედაქალაქის მერ სთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაესწრო – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის საზოგადოების მოსაზრებებს სტადიონის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი სტადიონი იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ გააკეთა განაცხადი ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებით.
მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გეგმავს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია