ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა 23%-ით შემცირდა – „თიბისი კაპიტალი“

News.ge 3 თვის წინ 44
ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა 23%-ით შემცირდა – „თიბისი კაპიტალი“

თიბისი კაპიტალი დეკემბრის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, ბანკის არხებით ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა.
მომხმარებლის დეკემბრის დანახარჯების მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი იპოთეკური სესხების მოცულობამ წლიურად უარყოფითი ზრდის ტემპი აჩვენა 23%-ით შემცირდა.
სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ელექტრონიკაზე თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯებმა, 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა. ავეჯსა და მოწყობილობებზე კი უნაღდო დანახარჯები გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ისე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად გაიზარდა, თუმცა მომხმარებლის დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა. თიბისი არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები, დეკემბერში წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2023 წლის დეკემბერში დანახარჯების წლიური ზრდა 20%, ტრანზაქციების კი 35% იყო.

სრულად წაიკითხეთ სტატია