„ახალი თვალით ვუყურებ სამყაროს…“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ

Primetime.ge 9 საათი წინ 2
„ახალი თვალით ვუყურებ სამყაროს…“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ ელენე ეპიტაშვილმა ჟურნალი „სითის“ ქავერი დაამშვენა.ჟურნალში მიცემულ ინტერვიუში ელენე პირადზე და პატარა ენიზე საუბრობს.რა შეცვალა ენის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში?– ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.– როგორ შეარჩიეთ მისთვის სახელი?– დიდი ხანი ვარჩევდით სახელს. გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ენიზე. მინდოდა მოკლე, უნივერსალური და საყვარელი სახელი აგვერჩია. მუცლიდანვე შევარქვით ენი და ისე შევეჩვიეთ, სხვა სახელი მასზე უკვე ვეღარ წარმოგვედგინა. – ესპანეთიდან, (ვალენსიიდან) მიდიხართ ბრიტანეთში, ლივერპულში, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა –  როგორ ემზადები ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის?– ბევრი მეუბნება – ალბათ რთულია ასე ხშირად იცვლიდე საცხოვრებელს და ყველაფერს თავიდან ეგუებოდეო, მაგრამ მე, პირადად, არ მიყვარს დიდი ხნით კომფორტის ზონაში ყოფნა და მივესალმები სიახლეებს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რაც გიორგის კარიერისთვის უკეთესი იქნება.– ელენე, ძალიან ემოციური იყო შენი პოსტი ინსტაგრამზე, გიორგი გაამხნევე. როგორ გადალახეთ ეს პერიოდი? ვიცი, რომ ეს ერთად გადასალახი იქნებოდა.⁃ შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები. უბრალოდ, ხალხს შევახსენე, რომ აქამდე გიორგიმ ბევრი რამ გააკეთა, არაერთი საამაყო მომენტი ჰქონდა და მარცხის შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა მისი გამხნევება.
სრულად წაიკითხეთ სტატია