ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე და „ფერების ფესტივალი“ ახალციხეში

Primetime.ge 3 საათი წინ 8
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე და „ფერების ფესტივალი“ ახალციხეში
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხის ციხეზე.მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ეს დღე მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით  ლომიძემ.აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდულ პროექტებზე, ახალგაზრდების  როლსა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ახალციხის მერის სტიპენდიანტები. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 52 წარჩინებულ სტუდენტს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ილია ზარდიაშვილმა და რუბენ კარაპეტიანმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მოადგილეებმა დავით ტაბატაძემ  და საბა კბილაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ.ახალგაზრდულ ღონისძიებაზე, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ გასართობ-შემეცნებით აქტივობებსა და  ინტელექტუალურ ვიქტორინაში, გამარჯვებულებმა კი მერიისგან საჩუქრები მიიღეს. საღამოს ფერადი ნაწილი იყო „ფერების ფესტივალი“, რომელიც ახალგაზრდა მომღერლის დოდონა ნამორაძის გალაკონცერტით დასრულდა.ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ახალგაზრდული საბჭოს ჩართულობით გაიმართა.
სრულად წაიკითხეთ სტატია