„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელ დროებითი
საგამოძიებო კომისიის“
სხდომაზე, სადაც დავით
ცინდელიანის სიცოცხლის
უფლების ხელყოფის საქმე
განიხილება, დავით
ცინდელიანის დედას, თამარ
არღვლიანს უსმენენ.თამარ
არღვლიანმა კომისიის
სხდომაზე ისაუბრა, როგორ
მოხდა მისი შვილის
გატაცება და შემდეგ
მკვლელობა.„მოვყვები
მოკლედ, როგორ გააუბედურა
სააკაშვილის სადისტურმა
მთავრობამ, სისხლის
მსმელმა სააკაშვილის
მთავრობამ ჩემი შვილი და
ოჯახი ყოველგვარი
დანაშაულის გარეშე. მიზეზი
იყო პოლიტიკური
შეხედულებები, პირადი
კონფლიქტები და
შურისძიება. ჩემი შვილი,
დათო ცინდელიანი 2008 წლის 16
აგვისტოს სატყეო
დეპარტამენტის
თანამშრომლებმა დაიბარეს
ვითომ თათბირზე, ზევიდან
დაკვეთით, მთავრობის,
პირადად ახალაიას
დაკვეთით. ლაშა ჭკადუამ და
ბადრი მამინაშვილმა
დაიბარეს ქუთაისში ვითომ
თათბირზე. როგორც კი
ჩავიდნენ ქუთაისში, დახვდა
ცხრაკაციანი სპეცრაზმი,
რომელსაც ზემდგომი
ორგანოებისგან დავალებული
ჰქონდათ, გაეტაცებინათ
ჩემი უდანაშაულო შვილი.
დახვდნენ და გაიტაცეს,
მამას და მის თანმხლებ
პირებს წაართვეს ხელიდან.
ჩაიყვანეს ბათუმში,
აიყვანეს ნავზე და
დახვრიტეს. ნივთმტკიცება
რომ არ ყოფილიყო, ბეტონის
ფილები გამოაბეს, ზღვაში
გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს,
ზღვის ბინადრების ლუკმა
გამიხადეს ჩემი შვილი,
გვამიც არ მაღირსეს
დასამარხად“, – განაცხადა
თამარ არღვლიანმა.