ახალი საკანონმდებლო
ინიციატივა, რომელიც
უცხოური გრანტების
გაცემის წესს შეცვლის,
პირველი მოსმენით
პლენარულ სხდომაზე დღეს
განიხილება. პროექტის
მიხედვით, დონორი
ვალდებული იქნება, თანხის
გაცემის შესახებ ნებართვა
მთავრობისგან
მოიპოვოს.მმართველ
პარტიაში კანონპროექტის
კანონად ქცევის
აუცილებლობაზე საუბრობენ.
უმრავლესობის წევრების
განმარტებით, კანონით
კონკრეტული პირები ვეღარ
შეძლებენ უცხო ქვეყნიდან
დაფინანსებით ქვეყანაში
არეულობა მოაწყონ.