პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის განცხადებით,
ახალ მთავრობაში, -
რომელსაც პარლამენტი 25
ნოემბერს დაამტკიცებს, -
სამი მინისტრი
იცვლება.მინისტრობის
კანდიდატები - პარლამენტის
წევრები - კობახიძემ 25
ნოემბერს წარადგინა
მთავრობის კანცელარიაში
ბრიფინგზე:საგარეო
საქმეთა მინისტრი:მაკა
ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს
ილია დარჩიაშვილს, რომელიც
პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან
იკავებდა.ბოჭორიშვილი 2020-24
წლების (მე-10 მოწვევის)
პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე
იყო.იუსტიციის
მინისტრი:ანრი ოხანაშვილი
ჩაანაცვლებს რატი
ბრეგაძეს, რომელიც 2021 წლის 1
აპრილიდან იკავებდა
პოსტს.ოხანაშვილი ბოლო
მოწვევის პარლამენტში
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე
იყო.სოფლის მეურნეობის
მინისტრი:დავით
სონღულაშვილი ჩაანაცვლებს
ოთარ შამუგიას, რომელიც
პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან
იკავებდა.სონღულაშვილი 2020-24
წლების პარლამენტში
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე
იყო.პრემიერმა ირაკლი
კობახიძემ მადლობა
გადაუხადა ყოფილ
მინისტრებს და განაცხადა,
რომ სამივე მათგანი
განაგრძობს მაღალ
თანამდებობებზე მუშაობას.