აჭარის მთავრობის
თავმჯდომარემ სულხან
თამაზაშვილმა, აჭარის
უმაღლეს საბჭოში
მთავრობის საქმიანობის
ერთი წლის ანგარიშის
წარდგენისას ტურიზმის
პრიორიტეტულობის შესახებ
ისაუბრა. მთავრობის
თავმჯდომარის
განცხადებით, ტურიზმის
დინამიკა აჭარაში
მზარდია.„ჩვენთვის ერთ-ერთ
მთავარ პრიორიტეტს
წარმოადგენს ტურიზმის
განვითარება. ტურისტული
სეზონი გვიახლოვდება,
ველოდებით ძალიან ბევრ
დამსვენებელს,
შესაბამისად, კეთდება
ყველაფერი, რომ რეგიონი
მზად დახვდეს ტურისტულ
სეზონს“ - აღნიშნა სულხან
თამაზაშვილმა.2024 წელს
რეგიონი მოხვდა ისეთ
წამყვან გამოცემებში
როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller და
Yahoo France. 2025 წელს „კურორტი
გოდერძი“ დასახელდა
ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო
სათხილამურო
კურორტად.აჭარის
პოპულარიზაცია 25-ზე მეტ
სამიზნე ქვეყანაში
ხორციელდება. რეგიონში
იქმნება ტურისტული
პროდუქტები და ვითარდება
ინფრასტრუქტურა.აჭარაში
ასევე ინტენსიურად
იქმნება ახალი ტურისტული
ლოკაციები და
ეკო-მიმართულებები.
ქობულეთის ისპანის
ტორფნარზე დასრულდა
საფეხმავლო ბილიკები და
ხიდების რეკონსტრუქცია,
იგეგმება გადმოსახედების,
ვიზიტორთა ცენტრისა და
ეკოსაგანმანათლებლო
სივრცის მოწყობა. ღორჯომის
ხეობაში იწყება
საცხენოსნო ტურიზმისთვის
განკუთვნილი
ინფრასტრუქტურის მოწყობა,
ხოლო მთიან აჭარაში უკვე
დამონტაჟდა ახალი
ბილიკები, თავშესაფრები და
საპიკნიკე ზონები.
მოდერნიზაცია ჩაუტარდა
ტურისტულ საინფორმაციო
ცენტრებს ბათუმსა და მთიან
ზონაში.