აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარემ, სულხან
თამაზაშვილმა უმაღლეს
საბჭოში 2024-2025 წლების
საქმიანობის ანგარიში
წარადგინა. ანგარიშში
დეტალურად იყო
წარმოდგენილი რეგიონში
განხორციელებული,
მიმდინარე და დაგეგმილი
პროექტები, პრიორიტეტული
მიმართულებები და
განვითარების სტრატეგიული
ხედვა. ინფორმაციას აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობა
ავრცელებს.მთავრობის
თავმჯდომარემ თავის
გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2025
წელს აჭარას ორნიშნა
ეკონომიკური ზრდა ექნება,
რაც რეგიონში
განხორციელებული
მიზანმიმართული პოლიტიკის
და სტაბილური გარემოს
შედეგია.სულხან
თამაზაშვილმა ტურიზმის
განვითარების ხელშეწყობას
და სფეროს
პრიორიტეტულობას გაუსვა
ხაზი. აჭარის ყველა
მუნიციპალიტეტში
ხორციელდება ტურისტული
ინფრასტრუქტურული
პროექტები, უმჯობესდება
საგზაო და კომუნალური
ინფრასტრუქტურა.
მაღალმთიან აჭარაში
აქტიურად მიმდინარეობს
წყალმომარაგებისა და
წყალარინების სისტემის
მშენებლობა,
მასშტაბურიინვესტიციები
ხორციელდება კურორტ
გოდერძიზე.ასევე, დასრულდა
„ოცნების ქალაქის“
მშენებლობის პირველი
ეტაპი, რითაც 582 ოჯახი ბინით
დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე
ეტაპზე დამატებით 1077 ბინა
მოეწყობა.2025 წელს აჭარაში
აშენდება 30 საჯარო სკოლა და
რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70
სკოლას.ახალგაზრდობის
განვითარების
მიმართულებით
განსაკუთრებული როლი
ენიჭება ახალგაზრდულ
ცენტრებს, რომლებიც
უზრუნველყოფენ
ახალგაზრდების აქტიურ
ჩართულობას სხვადასხვა
საგანმანათლებლო და
პროფესიულ
პროგრამაში.აჭარის
განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს, 2025
წელს ცალკე სამინისტროდ
გამოეყო კულტურის
სამინისტრო. ახალი
სამინისტროს ძირითად
მიზანს წარმოადგენს
რეგიონის უნიკალური
კულტურის შენარჩუნება და
განვითარება. 2025 წელს
სამინისტროს მიერ
დაგეგმილია 350-ზე მეტი
კულტურული ღონისძიების
ჩატარება, რომელშიც 4000-ზე
მეტი ადამიანი იქნება
ჩართული.სულხან
თამაზაშვილმა, ასევე,
ჯანდაცვის სერვისების
ხელმისაწვდომობაზე
ისაუბრა. 2024-2025 წლებში
ჯანდაცვისა და სოციალური
დაცვის ბიუჯეტი
მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასევე, 2025 წლის ბიუჯეტი 19.2
მილიონი ლარით არის
გაზრდილი და 80.5 მილიონ ლარს
შეადგენს.მთავრობის
მიზანია 2025 წელს კიდევ უფრო
გააძლიეროს სოფლის
მეურნეობის მხარდამჭერი
პროგრამები და
ადგილობრივი ფერმერების
შრომა სათანადოდ დაფასდეს.
2024 წელს ციტრუსის
რეალიზაციის ხელშეწყობის
მიზნით 4 მილიონ ლარამდე
სუბსიდია გაიცა. ჯამში
სუბსიდირება ჩაუტარდა 12 000
ტონამდე სამრეწველო
მანდარინს და ექსპორტზე
გავიდა 19 მილიონი დოლარის
პროდუქცია.სულხან
თამაზაშვილის
განცხადებით, 2025 წელი
იქნება პროგრესისა და
განვითარებისთვის
მნიშვნელოვანი ეტაპი,
რომელშიც მთავრობა
მოსახლეობის საჭიროებებსა
და გამოწვევებზე
მორგებული პოლიტიკით
უპასუხებს.