საქართველოს ტურიზმის
ეროვნულმა
ადმინისტრაციამ, ინდოეთში,
მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ
უდიდეს ტურისტულ
გამოფენაში მიიღო
მონაწილეობა. საქართველო OTM
2025-ზე დიდი დელეგაციით და
ეროვნული სტენდით
წარდგა.საერთაშორისო
ტურისტულ გამოფენაზე,
ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან ერთად,
საქართველოდან 45-მდე კერძო
კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის მნიშვნელობაზე
საუბრობს ტურისტული
კომპანია Travel Vibes-ის
წარმომადგენელი მარიამ
როჭიკაშვილი.„OTM მუმბაი
ძალიან მნიშვნელოვანი
გამოფენაა საქართველოს
შემომყვანი ტურიზმის
განვითარებისთვის და
ძალიან გვიხარია კერძო
სექტორის
წარმომადგენლებს, რომ
მონაწილეობა მივიღეთ.
მუმბაის ტურისტულ
გამოფენაზე შევხვდით
საქართველოთი
დაინტერესებულ ძალიან
ბევრ ბიზნეს პარტნიორს,
ტურისტული კომპანიების
წარმომადგენლებს. იმედია
ეს გამოიღებს შედეგს,
როგორც ჩვენი
ბიზნესისთვის, ასევე
საქართველოს ტურიზმის
პოტენციალის
განვითარებისთვის“, -
განაცხადა მარიამ
როჭიკაშვილმა.OTM 2025-ზე, 60-ზე
მეტი ქვეყნიდან 1600
ტურისტული კომპანია და
ორგანიზაცია იყო
წარდგენილი. მუმბაის
ტურისტულ გამოფენას 40
ათასზე მეტი ვიზიტორი
ეწვია.ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ავრცელებს.