გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს
მხარდაჭერითა და სოფლის
განვითარების სააგენტოს
ორგანიზებით, ამერიკის
შეერთებულ შტატებში,
ჩიკაგოში, გამოფენაზე U.S. Private
Label Trade Show ექვსმა ქართულმა
კომპანიამ
დამთვალიერებელს საკუთარი
წარმოების
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქცია
გააცნო.საქართველოს
სტენდზე წარმოდგენილი იყო
კომპანიების: „აჩინებული“,
„კულა“, „არომა პროდაქთსი“,
„აქუა გეო“, „რუისპირი“ და
„როიალნათსი“ წარმოების
ორგანული წვენები, თხილი,
ღვინო, წყალი, ხილისა და
ბოსტნეულის საკონსერვო
ნაწარმი.გამოფენის
გახსნას სოფლის
განვითარების სააგენტოს
დირექტორის პირველი
მოადგილე გიორგი
ფანცულაია და დირექტორის
მოადგილე გიორგი ჯიბლაძე
ესწრებოდნენ.U.S. Private Label Trade Show
ერთ-ერთი უმსხვილესი
გამოფენაა. მიმდინარე წელს
გამოფენაში 1 700-ზე მეტმა
ადგილობრივმა თუ
საერთაშორისო კომპანიამ
მიიღო მონაწილეობა 60-ზე
მეტი
ქვეყნიდან.ინფორმაციას
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.