ისრაელში აშშ-ის საელჩო
განცხადებას ავრცელებს,
სადაც ნათქვამია, რომ
ირანთან დაძაბული
ურთიერთობის ფონზე
დიპლომატიურ უწყებას
ისრაელიდან საკუთარი
მოქალაქეების ევაკუაცია
არ შეუძლია.„უსაფრთხოების
სფეროში არსებული
ვითარებისა და ისრაელსა და
ირანს შორის მიმდინარე
კონფლიქტის გამო აშშ-ის
საელჩომ გასცა
განკარგულება, რომ აშშ-ის
ყველა სახელმწიფო მოხელე
და მათი ოჯახის წევრები
საკუთარ სახლებში და მათ
მახლობლად მომდევნო
მითითებამდე დარჩნენ.
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული ვითარებისა
და ისრაელის ზურგის
სარდლობის
გათვალისწინებით, აშშ-ის
საელჩო ისრაელში
სამშაბათს, 17 ივნისს
დაკეტილი იქნება. ეს ეხება
იერუსალიმსა და თელ-ავივში
არსებულ საკონსულო
განყოფილებებსაც.
პასპორტების და
საზღვარგარეთ ბავშვის
დაბადების საკონსულო
მოწმობების გაცემა
(სასწრაფო ან ჩვეულებრივი
წესით) არ იწარმოება.
მოცემული დროისთვის აშშ-ის
საელჩოს ისრაელიდან
ამერიკელების ევაკუაცია
არ შეუძლია“, - ნათქვამია
განცხადებაში.