ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო
დეპარტამენტი მიიჩნევს,
რომ უკრაინამ და რუსეთმა
ომის დასასრულებლად
ძალისხმევა უნდა
გააძლიერონ.როგორც
ამერიკის საგარეო უწყების
პრესმდივანმა, ტემი
ბრიუსმა სოციალურ ქსელში
დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტი,
დონალდ ტრამპი ომის
დასასრულებლად მუშაობას
განაგრძობს და სამშვიდობო
პროცესის წინსვლისთვის
მზად არის ამერიკის
ეკონომიკური ბერკეტები
გამოიყენოს.ტრამპმა
სამშვიდობო
შეთანხმებისთვის პუტინს
კონკრეტული ვადა მისცა,
წინააღმდეგ შემთხვევაში,
რუსეთს სანქციებით
დაემუქრა.