"ქართული ოცნების" წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი ISFED-თან
დაკავშირებით აშშ-ის
საელჩოს განცხადებას
ეხმაურება და აღნიშნავს,
რომ ეს მათი მხრიდან ამ
თემის ნიველირების
მცდელობაა.მისივე თქმით,
რომ არა აშშ-ის საელჩოს
მხრიდან ეს
დამოკიდებულება, დღესაც, ამ
ქვეყანაში საარჩევნო
პროცესი გაცილებით უფრო
მშვიდ გარემოში
იქნებოდა."ამერიკის
საელჩოს მხრიდან ხდება იმ
თემის ნიველირების
მცდელობა, რა თემასაც
საქართველოში, 6 თვის
განმავლობაში პარლამენტზე
და დემოკრატიულ
ინსტიტუტებზე ზეწოლა და
არჩევნების გაუქმების
მცდელობა მოჰყვა. ამიტომ,
ეს არის უფრო
მნიშვნელოვანი და ამაზე
უნდა ფიქრობდეს და
ზრუნავდეს აშშ-ის საელჩო,
ვიდრე ამ გაყალბებული
მონაცემების შემქმნელი
ორგანიზაციის სინდისისა
და ნამუსის მოწმენდაზე. რომ
არა ეს დამოკიდებულება,
დღესაც, ამ ქვეყანაში
საარჩევნო პროცესი
გაცილებით უფრო მშვიდ
გარემოში იქნებოდა,
პოლარიზაციაც გაცილებით
ნაკლები იქნებოდა და, რა
თქმა უნდა, არასამთავრობო
სექტორიც არ იქნებოდა
პოლიტიკურად მიკერძოებული
და იქნებოდა ჭეშმარიტად
სამოქალაქო უფლებებსა და
ინტერესებზე მორგებული," -
აცხადებს ირაკლი
ქადაგიშვილი.შეგახსენებთ,
რომ აშშ-ის საელჩომ საელჩომ
სოციალურ ქსელში
გამოაქვეყნა ბანერი და
დასვა შეკითხვა, რატომ
აყენებს "ქართული ოცნება"
აშშ-თან პარტნიორობას
რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო.
"ქართული ოცნების" მხრიდან
ხშირი ცრუ განცხადებების
საპასუხოდ, რომ 2020 წელს
არასამთავრობო
ორგანიზაცია ISFED-ი
სახელმწიფო გადატრიალებას
შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ
ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის
არჩევნებში "ქართული
ოცნების" გამარჯვება
თავიდანვე დადასტურდა," -
წერს საელჩო.