აშშ-ის საელჩო
საქართველოში მორიგ
განცხადებას ავრცელებს.
ამჯერად საელჩო საკუთარ
მოქალაქეებს აცნობებს, რომ
გაუქმებულია ის
სიფრთხილის ზომები,
რომელიც 7 მაისს თბილისში
მდებარე სამ სავაჭრო
ცენტრში – „ისთ ფოინთი“,
„გალერია თბილისი“ და
„თბილისი მოლი“ ,
ასაფეთქებელი
მოწყობილობის შესაძლო
არსებობასთან
დაკავშირებით იყო
გაცემული.„7 მაისს აშშ-ის
საელჩოს მიერ
გავრცელებული
შეტყობინების შემდეგ,
საქართველოს
სამართალდამცავმა
ორგანოებმა გუშინ ღამით
აცნობეს თბილისში საელჩოს,
რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ
სავაჭრო ცენტრში
ასაფეთქებელი მოწყობილობა
არ იყო აღმოჩენილი.
რეგიონული უსაფრთხოების
ოფისმა გააუქმა მისი
რეკომენდაცია საელჩოს
თანამშრომლებისთვის, თავი
აერიდებინათ ამ
ტერიტორიებისთვის“, –
ნათქვამია
განცხადებაში.აშშ-ის
საელჩო საკუთარ
მოქალაქეებს მოუწოდებს,
თვალი ადევნონ ადგილობრივ
მედიასიახლეებს და
ყურადღებით იყვნენ
საკუთარ გარემოცვაში.7
მაისს საქართველოში აშშ-ის
საელჩომ საკუთარი
მოქალაქეებისთვის
გამაფრთხილებელი
განცხადება გაავრცელა,
სადაც აღნიშნული იყო, რომ
საელჩომ თბილისის სამ
სავაჭრო ცენტრში ბომბის
აფეთქების საფრთხის
შესახებ შეიტყო.პასუხად
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურმა გაავრცელა
განცხადება და მოუწოდა
საქართველოში აკრედიტებულ
დიპლომატიურ
წარმომდგენლობებს, პატივი
სცენ უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი
სამსახურების
საქმიანობას, გამოიჩინონ
მეტი პასუხისმგებლობა და
თავი შეიკავონ შესაბამის
უწყებებთან შეუთანხმებელი
განცხადებების
გავრცელებისგან.