აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ტარიფები აღადგინა

Primetime.ge 1 დღე წინ 11
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ტარიფები აღადგინა
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების მოქმედება აღადგინა.სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქმის მომჩივნებმა საკუთარი პოზიცია სასამართლოს 5 ივნისამდე უნდა გააცნონ, ხოლო მოპასუხე მხარემ - 9 ივნისამდე. ამის შემდეგ სასამართლო ტარიფების შეჩერებაზე იმსჯელებს.ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო სასამართლომ ტრამპის მიერ აპრილში შემოღებული ტარიფების მოქმედება დაბლოკა და თეთრი სახლის ლიდერი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა.
სრულად წაიკითხეთ სტატია