"ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში
პასუხისმგებელი
მშვიდობასა და
სტაბილურობაზე და ჩვენ ამ
პასუხისმგებლობით
გავაგრძელებთ თითოეულ
ქმედებას", - ეს განცხადება
მმართველი გუნდის წევრმა,
ლევან მახაშვილმა
გააკეთა.მისივე
განცხადებით, გარკვეული
ძალების დუმილი
არჩევნების შეფასებასთან
დაკავშირებით გათვლილია
იმაზე, რომ მაქსიმალურად
დააზიანონ საქართველოს
ხელისუფლება აშშ-ის ახალი
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის
ინაუგურაციამდე."დაახლოებით,
ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტის
ინაუგურაციამდე არის
ერთგვარი რბოლა, რომ
მაქსიმალურად დააზიანონ
საქართველოს ხელისუფლება,
მათ შორის, გარკვეული
ძალების დუმილი
არჩევნების შეფასებასთან
დაკავშირებით სწორედ
ამაზეა გათვლილი. თუ
რამენაირად შეძლებენ და
მაქსიმალურად დააზიანებენ
ხელისუფლებას, კი ბატონო,
თუ არადა, რაღაც ეტაპიდან
მერე დავიწყოთ
ურთიერთობების
აღდგენა.ჩვენი
პასუხისმგებლობა არის
ძალიან მარტივი და
მნიშვნელოვანი
მოსახლეობისადმი, რომ ჩვენ
ვართ ამ ქვეყანაში
პასუხისმგებელი
მშვიდობასა და
სტაბილურობაზე და ჩვენ ამ
პასუხისმგებლობით
გავაგრძელებთ თითოეულ
ქმედებას", - განაცხადა
მახაშვილმა.