აშშ-ის მთავრობის
ეფექტურობის
დეპარტამენტის მრჩევლის,
პოლიტიკოსი რონ პოლის
განცხადებით, უკრაინიდან
დაწყებული საქართველოთი
გაგრძელებული, USAID-ი ერევა
უცხო ქვეყნების საშინაო
პოლიტიკასა და საქმეებში.
თუ ასეთ რამ ჩვენთან
მოხდებოდა, ეს ამერიკელებს
გაამწარებდა.მისი თქმით,
USAID-ი მილიარდობით დოლარს
ხარჯვას უცხო ქვეყნებში
არასამთავრობო
ორგანიზაციების
გამოსაკვებად, რომელთა
მეშვეობით შექმნილი
ჩრდილოვანი მთავრობები
არჩეულ მთავრობებს
ამარცხებენ.„USAID-ი არის
საკვანძო კომპონენტი
აშშ-ის მთავრობის ხელში
მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რეჟიმების ცვლილებების
ოპერაციაში. USAID-ი ხარჯავს
მილიარდობით დოლარს ყოველ
წელს არასამთავრობო
ორგანიზაციების
გამოსაკვებად, რომელთა
მეშვეობით საზღვარგარეთ
ჩრდილოვანი მთავრობები
არჩეულ მთავრობებს,
რომელთა შეცვლაც ამერიკელ
ინტერვენტებს სურთ,
ამარცხებენ. შეერთებული
შტატების საგარეო
პოლიტიკის კატასტროფის
უკან თქვენ USAID-ის კვალს
ნახავთ. უკრაინიდან
დაწყებული საქართველოთი
გაგრძელებული, USAID-ი ერევა
უცხო ქვეყნების საშინაო
პოლიტიკასა და საქმეებში.
ასეთი რამ ჩვენთან რომ
მომხდარიყო, ეს
ამერიკელებს გააცოფებდა“, -
თქვა მან.