"სამართლიანი არჩევნები"
პარალელური დათვლის
მონაცემებს არ აქვეყნებს.
ორგანიზაციის
გადაწყვეტილება კვლავ
პოლიტიკური შეფასებების
თემაა.თავად "სამართლიანი
არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების"
აღმასრულებელი დირექტორი,
ნინო დოლიძე კი აცხადებს,
რომ აღარ ენდობიან იმ
შედეგებს, რომელიც დადგა,
რადგან წინასაარჩევნო
პერიოდში გამოხატულმა
პრობლემებმა არჩევნების
შედეგებზე მოახდინა
გავლენა.მისივე თქმით,
აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება მან და
მისმა გუნდმა მიიღეს."აღარ
ვენდობით იმ შედეგებს,
რომელიც დადგა, რადგან
მთელი რიგი პრობლემები,
რომელზეც ვსაუბრობთ,
გამოიხატა ამ
წინასაარჩევნო პერიოდში
და არჩევნების დღის
მიმდინარეობისას და უკვე
იქ დაჯამებული ოქმები აღარ
ასახავს ამომრჩევლის
ნებას.ეს გადაწყვეტილება
მივიღე მე, ჩემს გუნდთან
ერთად, რომელიც არჩევნების
პროფესიონალია. თუკი ჩვენ
გვყავს დონორი, ან
პარტნიორი, ის შეიძლება
ზოგადად გეხმარებოდეს,
მხარდაჭერა იყოს
ფინანსური, თუ ა.შ. თქვენ
იცით, რომ ჩვენი მხარდაჭერა
ჩვენი საერთაშორისო
პარტნიორებიდან არის
არჩევნების
დაკვირვებასთან
დაკავშირებით, მაგრამ
გადაწყვეტილება არის
მხოლოდ "სამართლიანი
არჩევნების", - განაცხადა
ნინო დოლიძემ.