ცნობილი ლანჩხუთელი
ჟურნალისტი ქეთევან
ნაკაშიძე გარდაიცვალა.
სამწუახრო ინფორმაციას
გურია თუდეი“
ავრცელებს.მის სახელს
უკავშირდება
მუნიციპალიტეტში
თავისუფალი მედიის
დაარსება _ 1995 წელს ოჯახის
წევრებთან ერთად დააფუძნა
გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“,
რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის
მანძილზე
რედაქტორობდა.„ქალბატონი
ქეთევანი იყო უძლიერესი
ჟურნალისტი და
სიცოცხლეშივე იქცა
ლეგენდად.მისი მახვილი
კალამი ათწეულების
მანძილზე დადებით
გავლენას ახდენდა
მუნიციპალიტეტის
ცხოვრებაზე.ქეთევან
ნაკაშიძის სტატიები იყო
უაღრესად მწვავე, თუმცა
ყოველთვის _ ობიექტური და
სამართლიანი, მუდამ იცავდა
ეთიკის მაღალ სტანდარტს.
ათეულობით ახალგაზრდას
გაუკაფა გზა
ჟურნალისტიკაში“,-წერს
გამოცემა ქეთევან
ნაკაშიძის შესახებ.